ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” იმ გუნდებს შორის შედის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.
“პსჟ უკვე მეოთხედფინალშია. პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს.
პარიზელებს მაღალი დონის და დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ჰყავთ. პსჟ-ს შიდა ჩემპიონატი პრობლემებს არ უქმნის, რადგან ეს გუნდი მოქმედი ჩემპიონია და სიტუაციას ამჟამადაც აკონტროლებს.
ვფიქრობ, “პარი სენ ჟერმერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, პსჟ-მ “ლევერკუზენი” 4:0 დაამარცხა.