ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ნემანია ვიდიჩს ეთანხმება და აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი”, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის თუ იბრძოლებს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამ გუნდს თეორიული შანსები კვლავ აქვს, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება.
მანჩესტერელები “არსენალს” 14, “სიტის” 13, ხოლო ჩვენ 12 ქულით ჩამოგვრჩებიან. ერთმა გუნდმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი ჩააგდოს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, ეს სამივე გუნდს დაემართოს. ასე რომ, “მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დარჩა. მიმაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.” – აცხადებს მოურინიო.
პრემიერლიგის 22-ე ტურში “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ, “მანჩესტერი” მე-4 ადგილზე მყოფ “ლივერპულს” 6 ქულით ჩამორჩება.