“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის “ვესტ ჰემთან” წუხანდელი მატჩის შემდეგ (3:0), დუბლის შემსრულებელი ფრენკ ლამპარდის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა: “ვფიქრობ, ფრენკს ახლა ისეთი დროება უდგას, როცა არავისთვის, არც ჟურნალისტებისთვის, არც გულშემატკივრებისა და არც ჩემთვის დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. მისი მწვრთნელი ვიყავი მაშინაც, როცა კარიერის პიკი ჰქონდა და ახლაც, როცა დამთავრებამდე ცოტაღა დარჩა. დიდებული ფეხბურთელია. ახლა მან თავისი საქმიანობისგან, ანუ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს. დღევანდელი მატჩისას ის თავს მინდორზე კომფორტულად გრძნობდა და ძალიან კარგად ითამაშა,” – უთხრა მოურინიომ goal.com-ს.