თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მისი გუნდის კალენდრის გამო უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
ცოტა ხნის წინათ, პორტუგალიელმა იმაზე დაიწუწუნა, რომ “არსენალთან” ლიგის თასზე გასამართი მატჩისთვის მოსამზადებლად მის გუნდს მხოლოდ 2 დღე ჰქონდა. ამჯერად, “განსაკუთებული” იმითაა უკმაყოფილო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველა ინგლისური გუნდი თავის მატჩს კვირას მართავს, მაშინ, როდესაც “ჩელსის” თამაში შაბათს უწევს.
“როგორც ვხედავ, “ვესტ ბრომვიჩთან” ჩვენი თამაში განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ყველა გუნდი ხვალ ითამაშებს, ჩვენ კი – დღეს. ყველა გუნდს დასვენებისთვის ერთით მეტი დღე ექნება. ჩვენი მატჩი, როგორც ჩანს, მართლაც განსაკუთრებულია.
შესაძლოა, კალენდრის შემდგენი პირები უბრალოდ დაგვცინიან, იციან რა, რომ ვერაფერს ვიზამ და არსებულ სიტუაციასთან შეგუება მომიწევს.” – ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.
ჟოზე მოურინიოს მიერ კალენდრის გამო უკმაყოფილების გამოთქმა სიახლეს არ წარმოადგენს. “რეალში” მუშაობის დროს, მან არაერთხელ დაიჩივლა, რომ “ბარსელონა” მუდმივად მადრიდელებზე უკეთეს სიტუაციაში იყო.