ფეხბურთი

20:44 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კალენდრით კმაყოფილია

ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნებულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის მომდევნო სეზონის კალენდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თავისი კმაყოფილება გამოთქვა.

დღეს გაირკვა, რომ “ჩელსი”, პირველ ტურში,” “ჰალს” უმასპინძლებს, ხოლო ამის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ეწვევა.

“სეზონის საშინაო თამაშით დაწყება კარგია. ასეთ შემთხვევაში, გულშემატკივრებს თავიანთი ერთგულების დამტკიცების საშუალება ეძლევათ. ამასთანავე, გუნდს შანსი აქვს ქომაგებს თავისი მოტივაცია და მომზადების დონე უჩვენოს.

ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ პირველ მატჩს “სტემფორდ ბრიჯზე” გავმართავ. თუმცა, ამასთანავე, “ჰალი” ის გუნდია, რომელსაც ჩემპიონშიფიდან აღზევების შემდეგ, კვლავ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ამიტომ, ძალიან ემოციური და რთული სტარტი გველის.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

0.113999