ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მხრიდან კალენდრით უკმაყოფილება სიახლე არაა. ამჯერად, პორტუგალიელი იმან გააბრაზა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მატჩებს შორის მის გუნდს მხოლოდ ორდღიანი დასვენება აქვს.
“ხუთშაბთს და პარასკევს არ გვივარჯიშია. კვირას თამაში გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შაბათს მოედანზე გასვლა კიდევ უფრო მეტ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო “ფულემთან” გასამართი მატჩის წინ.