ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოტყდა, რომ ის ინგლისის ნაკრების გულშემატკივარია და ფეხბურთელებს ნაკრებში თამაშისგან თავის შეკავებისკენ არასდროს მოუწოდებს.
“მაღელვებს თუ არა ინგლისის ნაკრების ბედი? რა თქმა უნდა. ამ გუნდზე ვღელავ და მინდა, ინგლსისი ნაკრებში ჩემმა რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა ითამაშოს. საკუთარ ფეხბურთელს არასდროს ვეტყვი, რომ ნაკრებში თამაშისგან თავი შეიკავოს, მაშინაც კი, თუ მას მცირე დაზიანება აქვს.
მინდა კლუბის აკადემიას დავეხმარო და ინგლისური ფეხბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ეს საკითხი ნამდვილად მაღელვებს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ინგლისს წაგებას ვუსურვებ, პორტუგალიასთან მატჩია. სხვა თამაშებში, ინგლისის გულშემატკივარი ვარ.
ამჟამად, “ჩელსიდან”, ინგლისის ნაკრებში 3 ფეხბურთელს იძახებენ, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ მათი რიცხვი მოიმატებს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.