თამაშგარე

10:43 | 27.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ფეხბურთელები რობოტებს ჰგვანან!“

მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსგან სხვადასხვა მოვლენების ფრიად უცნაური შეფასებები ევროპაში უკვე აღარავის უკვირს. ხალხს ხშირად ის უფრო უკვირს, როდესაც დიდი დრო გავა და მოურინიო უცნაურსა და დამაინტრიგებელს არაფერს იტყვის...
ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ გააოცა ესპანელი ჟურნალისტები და განაცხადა, რომ ცნობილი ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას ფეხბურთის ბევრი არაფერი ესმით და ისინი, როგორც წესი, რეფლექსების დონეზე მოქმედებენ.
სეუ ჟოზეს თქმით, ფეხბურთელების დიდი ნაწილი ნაკლებად განსხვავდება რობოტებისაგან, რომლებიც სპეციალური, წინასწარ დაწერილი პროგრამის მიხედვით მოქმედებენ. თუმცა, საუბრის დროს მოურინიომ ისიც აღნიშნა, რომ გამონაკლისების სახით ჭეშმარიტი ტალანტებიც უნახავს და მათ შორის მისი შეგირდი – კრიშტიანუ რონალდუ, უდავოდ გამორჩეული და საუკეთესოა.
 

0.178719