ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის შეძენა არ სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
“ბარსელონა” ფაბრეგასის გასხვისებას გეგმავს და მის მსურველ კლუბებს ეძებს. ერთ-ერთ ვარიანტად “ჩელსი” სახელდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ლონდონელებს სხვა გეგმები აქვთ. მოურინიოსთვის პრიორიტეტული მადრიდის “ატლეტიკოს” შუახაზელი კოკეა.
“არისტოკრატთა” სამწვრთნელო შტაბი ფრენკ ლამპარდის შემცვლელად სწორედ კოკეს განიხილავს.