ფეხბურთი

11:17 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ერთი მატჩით დასაჯეს

 

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს “კარდიფ სიტისთან” მიმდინარე მატჩისას შეუფერებელი საქციელი არ აპატია და დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

ლონდონელებმა ის თამაში 4:1 მოიგეს, მოურინიო კი მოედნიდან 70-ე წუთზე მთავარ მსაჯ ენტონი ტეილორთან კონფლიქტის გამო გააძევეს.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 19 ოქტომბერს “კარდიფ სიტისთან” გამართული მატჩის მსვლელობისას უღირს ქმედებაშია ბრალდებული. მას ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრება 24 ოქტომბრის 6 საათამდე შეუძლია” - წერია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ სიტის” მასპინძლობს. თუ პორტუგალიელი საკუთარი ქმედების ახსნა-განმარტებას არ წარადგენს, რომელსაც საფეხბურთო ასოციაცია დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, ის ამ მატჩში გუნდის ხელმძღვანელობას ვერ შეძლებს.

0.132294