ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ვეტერან დიდიე დროგბას “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებას სთავაზობს. ფრანგული მედიის ცნობით, პორტუგალიელს მომდევნო სეზონში კოტდივუარელის მოედანზე გამოყენება სურს, რის შემდეგაც თავდამსხმელი სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებს.
სტამბულის “გალათასარაიდან” აბარგების შემდეგ, დროგბა თავისუფალი აგენტია. ვეტერან მეგოლეს წინადადებები ტურინის “იუვენტუსისგან” და “რომასგან” აქვს, მაგრამ ფეხბურთელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ დრობას სამომავლო პერსპექტივაში სამწვრთნელო შტაბში ყოფნის იდეა ხიბლავს.