“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, მისი გუნდი 32 წლის ჩეხ მეკარეს, პეტერ ჩეხს არ გაყიდის.
“ამ საკითხის განხილვაც კი არ მინდა, რადგან ჩეხი არ იყიდება. ჩვენ შეთავაზებაც კი არ გვაქვს და ასეთ შემთხვევაში სიტუაციის ანალიზი ძნელია.
ვინ დაიცავს ჩვენი გუნდის კარს პირველ ტურში? ამას არ გეტყვით. ეს არც მან იცის და არც სხვა ვინმემ გუნდში.” – აცხადებს “ჩელსის” პორტუგალიელი დამრიგებელი.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “ჩელსიში” ტიბო კურტუა დაბრუნდა, ლონდონიდან ჩეხის შესაძლო წასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მაგრამ როგორც ჩანს, 32 წლის კიპერი “არისტოკრატებში” დარჩება.