ინტერვიუები

12:46 | 17.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ ჩემპიონთა ლიგის ატმოსფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ”

Real Madrid Television-ის ინგლისურმა ვერსიამ,  ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ აჩვენა, რომელიც ესპანური გადაცემა “Real Mourinho”-სგან განსხვავებული იყო. სეუ ჟოზეს კეი მიურეი ესაუბრა.
-მადრიდის “რეალი” სამეფო თასის ფინალში გაიყვანეთ, რას გრძნობთ?
-ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ ეს სულაც არ არის ის, რისი კეთებაც ამ კლუბში მსურს. მე რომ გითხრა, სამეფო თასის ფინალში გასვლა ჩემი ოცნება იყო მეთქი, იმედგაცრუებული დავრჩები. ეს მხოლოდ ნაბიჯია, პირველი ნაბიჯი. “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში პირველი ნაბიჯი Carling  Cup-ის ფინალი იყო. მე ყოველთვის უფრო მეტი მინდა.
-“რეალისთვის” იანვარი მატჩებით გადატვირთული აღმოჩნდა. კმაყოფილი ხართ?
-თასების პლეი ოფებში ასპარეზობით, კლუბმა გამოცდილება შეიძინა. მატჩები “ატლეტიკოსთან” და “სევილისთან” სამეფო თასზე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ეს შეხვედრები დაგვეხმარა, განსაკუთრებით პირველი მატჩი სახლში “ატლეტიკოსთან” და გასვლაზე “სევილიასთან”. ჩემპიონთა ლიგის წინ, ეს მატჩები კარგი ვარჯიში გამოდგა
-სათასო წარმატების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის დრო დგება...
-სათასო ტურნირების პლეი ოფები ძალიან მომწონს. შეხვედრები გავარდნაზე, ეს ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანებისთვის არის, რადგან თითოეულ შეხვედრაში ზეწოლა პიკს აღწევს. პატარა დეტალები წყვეტს ყველაფერს - გაიტან 1 გოლით ნაკლებს, თუ 1 გოლით მეტს... პატარა შეცდომამ, შესაძლოა, 2 მატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტოს. კარგად მახსოვს წინა სეზონი, რომელშიც “რეალმა” “ლიონთან” წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. არასდროს არ იცი, 1:0 წაგება კარგია თუ ცუდი. “ლიონის” დამარცხება “ბლანკოსს” შეეძლო, მაგრამ მე-2 გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ფრანგებმა ანგარიში გაათანაბრეს და ამით ყველაფერი დასრულდა. ასეთი ზეწოლა მომწონს, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მატჩების დაწყების წინ, ფსიქოლოგიურად ყოველთვის მზად ვარ.
-რაშია საიდუმლო იმისა, რომ პლეი ოფი თქვნთვის ყოველთვის წარმატებულია?
-როგორც უკვე ვთქვი, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. პლეი ოფში აუცილებელია დაწვრილებითი ანალიზი მეტოქე გუნდებისა. პატარა დეტალებმა შესაძლოა, დიდი ცვლილებები მოიტანოს. პირველ შეხვედრაში გამარჯვებას მივეჩვიე. არ აქვს მნიშვნელობა სახლში თამაშობ თუ სტუმრად, პირველი შეხევდრა აუცილებლად უნდა მოიგო. ხანდახან ეს არ გამოგდის, მაგრამ ამ ფილოსოფიას აუცილებლად უნდა მიჰყვე. ამოცანის გადასაჭრელად, საპასუხო მატჩს არ უნდა ელოდო. პირველი შეხვედრა სახლშია? კარგით, მოდით, აუცილებლად მოვიგოთ. სტუმრად ვთამაშობთ? ისიც მოვიგოთ. ვფიქრობ, საქმისადმი ასეთი მიდგომა სწორია.
-თქვენ რონალდუსთან, კაკასთან და იოზილთან მუშაობთ... რას ნიშნავს მწვრთნელისთვის, რომ ავარჯიშებდე ასეთ ტალანტებს?
-მათი თამაშის ყურება სასიამოვნოა. მართალია მწვრთნელი ვარ, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარიც ვარ. ბედნიერი მწვრთნელი ვარ, რადგან ასეთ ტალანტებთან მიწევს მუშაობა.
-“რეალში” რომელმა ფეხბურთელმა გაგაკვირვათ?
-მაგალითად, არბელოამ. მართალია, ის პუბლიკის სიამოვნებაზე არ თამაშობს, რადგან არც მარადონაა და არც ზიდანი. ალვარო უნივერსალია, ის “6”-ანს თამაშობს, თუ საჭირო გახდა “7”-ანს და “9”-ანს ითამაშებს.
-“რეალში” რისი მიღწევა გსურთ?
-ყველაფერი საუკეთესოს მოგება. შედეგი აუცილებლად მოვა.
 

მოამზადა გეგა რევაზაშვილმა
 

0.123136