ფეხბურთი

18:43 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ჩელსიში” საუკეთესო ოსკარია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მის გუნდში ხუან მატას როლზე საუბრის დროს ოსკარს აქებს და ბრაზილიელს სეზონის სტარტზე ლონდონელთა საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებს.

“არის საკითხები, რომლებზეც ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მატა “ევერტონთან” ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი ქმედებების შეფასება თავად შეგიძლიათ.

ერთია, როცა რამირესთან და ოსკართან ერთად, მატა თავდამსხმელების უკან თამაშობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებს, მაგრამ სხვა საქმეა თამაშის იმ სტილთან შეგუება, რომლის დანერგვაც ჩვენ გვსურს. ამჟამად, ჩემი გუნდის მთავარი “ათიანი” ოსკარია და თუ ვინმე მეტყვის, რომ სეზონის სტარტზე ის “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელი არაა, მას არ დავეთანხმები.

ჩემი სურვილია გუნდის თამაში ოსკარის გარშემო ავაგო, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელს ფლანგზე თამაში მოუწევს.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.112017