შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ლონდონის “ჩელსიში” აღმოჩნდეს. ამის შესახებ პორტუგალიურ პრესაში აქტიურად იწერება.
როგორც ირკვევა, “სტემფორდ ბრიჯზე” ყოფილი შეგირდის წაყვანა “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი ფრანგთან ერთად “სამეფო კლუბში” მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ბენზემას შეძენა კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს – “არსენალს” სურს.