მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ირონიული კომენტარით გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იგი “პარი სენ-ჟერმენის” თავკაც კარლო ანჩელოტის მომავალი მეტოქის – “ბარსელონას” შესახებ საიდუმლო ვიდეომასალით ამარაგებდა.
“ზუსტად ასეა! მე ანჩელოტისთვის ვიდეოები დავამზადე, რომლებზეც “ბარსელონა” თავიდან ბოლომდე მყავდა გაშიფრული, ოღონდ გაგზავნა დამავიწყდა”, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.