ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის უნივერსალი განაპირა მცველის, სეზარ ასპილიკუეტას თამაშით კმაყოფილია და 24 წლის ესპანელის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
“ისეთი ფეხბურთელები, როოგრიც ასპილიკუეტაა, ძალიან მომწონს.
გუნდი 11 ასპილიკუეტათი რომ იყოს დაკომპლექტებული, ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. ფეხბურთში, მხოლოდ ტალანტი არაა საკმარისი. ასევე საჭიროა ხასიათი და პიროვნული თვისებები. ასპილიკუეტას კი გამარჯვებისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Eurosport-ი.
“ჩელსის” სათავეში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, სეზარ ასპილიკუეტას შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უჭირდა, მაგრამ ნოემბრიდან მოყოლებული, მან დაცვის მარცხენა ფლანგზე ფეხი მყარად მოიკიდა და ეშლი კოულს ადგილი სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა.