ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი, ინგლისური კლუბის ”მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, კარლო ტევესი ჯერ კიდევ ვერ დაღვინდა და თავის თავქარიანობის გამო საკმაოდ სოლიდური ჯარიმები და მართვის წესების უამრავი დარღვევა დაუგროვდა.
ტევესს, რომელიც მანქანას მოქმედი ლიცენზიითა და დაზღვევის გარეშე მართავდა, 1 000 გირვანქა და 250 საათი საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოების შესრულება მიესაჯა.
ფეხბურთელს, 2013 წელსაც მართვის წესების უამრავი დარღვევის და დაგვიანებული ჯარიმების გამო, ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მაშინაც იოლად გამოძვრა. თუ ასე გააგრძელა ტევესმა, მხოლოდ ჯარიმები აღარ უშველის და ციხის კედლებს მიღმა ჯდომა, მის კარიერას კარგს არაფერს მოუტანს...