ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი შემტევი ლუკას მოურა ზლატან იბრაჰიმოვიჩის საფეხბურთო შესაძლებლობებს აქებს, მაგრამ შვედს ხასიათს უწუნებს.
“იბრაჰიმოვიჩზე შემიძლია გითხრათ ის, რაც საიდუმლო არავისთვისაა – ის ძალიან, ძალიან ძლიერი მოთამაშეა. თუმცა, ამავდროულად, ის საკმაოდ რთული ადამიანია არაორდინალური ხასიათით. ზლატანი გამუდმებით ითხოვს მისთვის პასის გაკეთებას. შეგვიძლია, მას ქედმაღალი ადამიანიც ვუწოდოთ.” – ციტირებს მოურას სიტყვებს Goal-ი.