დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადმოტანილი მე-4 ტურის კიდევ 3 შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში “დილამ” “ზუგდიდს” 3:0 მოუგო, 10 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. ეს გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, ზუგდიდელები კი ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში, რადგან “გურიამ” “კოლხეთი”დაამარცხა და მე-13 ადგილამდე აღზევდა. ლანჩხუთში თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მსაჯმა ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა და ფოთელი ომარ გოგონაია გააძევა. მასპინძლები მე-4 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. ლანჩხუთელებმა გამარჯვებისა ბოლო წუთზე გაიტანეს საჯარიმო დარტყმით. “ჩიხურამ” კი წინა ტურის გმირ “მეტალურგს” მოუგო.
ზუგდიდი – დილა (გორი) 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (20), 0:2 ლუკა რაზმაძე (30, პენალტით), 0:3 გიორგი ერისთავი (47)
გურია (ლანჩხუთი) – კოლხეთი (ფოთი) 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 ერეკლე კილაძე (2), 2:0 საბა ლომია (4), 2:1 გიგა ამბროლაძე (15), 2:2 თამაზ ჯიშკარიანი (79), 3:2 საბა ლომია (90)
ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 თეიმურაზ ღონღაძე (3, პენალტით), 2:0 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (45+1), 2:1 დაჩი ცნობილაძე (70)
16 სექტემბერი
დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბადრი ტეტუნაშვილი (4), 1:1 აკაკი წყაროზია (16), 2:1 ამირან მუჯირი (49), 3:1 ბადრი ტეტუნაშვილი (84)
სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (34), 0:2 გიორგი ილურიძე (37), 1:2 გივი კვარაცხელია (89), 1:3 თორნიკე კაპანაძე (90)L
სამტრედია – სპარტაკი (ცხინვალი) 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 გიგა ბეჭვაია (12), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (45), 2:1 დავით კვირკველია (54), 3:1 გიორგი გაბედავა (65)
ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ვალერი ბონდარენკო (88)
დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 6:0 (4:0)
გოლები: 1:0, 2:0 ნიკოლოზ საბანაძე (23, 35), 3:0 საბა ლობჟანიძე (39), 4:0 ლაშა შერგელაშვილი (45), 5:0 გიორგი პაპუნაშვილი (70), 6:0 გიორგი ჩირგაძე (80)
1 | დინამო (თბ) | 5 | 4 | 0 | 1 | 12:5 | 12 |
2 | დილა | 5 | 3 | 1 | 1 | 7:1 | 10 |
3 | სამტრედია | 5 | 3 | 1 | 1 | 7:5 | 10 |
4 | დინამო (ბთ) | 5 | 3 | 0 | 2 | 6:5 | 9 |
5 | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 6:3 | 8 |
6 | ტორპედო | 5 | 2 | 2 | 1 | 5:3 | 8 |
7 | ჩიხურა | 5 | 2 | 1 | 2 | 5:5 | 7 |
8 | სპარტაკი | 5 | 2 | 1 | 2 | 3:5 | 7 |
9 | ზესტაფონი | 5 | 2 | 0 | 3 | 12:7 | 6 |
10 | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 0 | 3 | 4:3 | 6 |
11 | შუქურა | 5 | 1 | 3 | 1 | 4:9 | 6 |
12 | სიონი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 |
13 | გურია | 5 | 1 | 2 | 2 | 3:10 | 5 |
14 | მერანი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:7 | 4 |
15 | კოლხეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
16 | ზუგდიდი | 5 | 0 | 3 | 2 | 2:6 | 3 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი) ,ირაკლი მოდებაძე (დილა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.