“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ტიაგო მოტა პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. ფრანგული კლუბის მაისურით მან 58 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, აქედან 27 მატჩი და 5 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.
31 წლის მოტასა და “პარი სენ ჟერმენს” შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდიოდა.