“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ფრანგული პრესის ცნობით, მხარეები ახალ შეთანხმებას ოფიციალურ სახეს ორშაბათამდე მისცემენ.
ბრაზილიური წარმოშობის მქონე იტალიელი პარიზულ კლუბში 2016 წლამდე დარჩება. გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს, პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება უკანახაზელ ალექსს. პარიზელები ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ მცველმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.