კალათბურთი

21:43 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვში მინიმუმ 11 ქულით მოგება გვჭირდება

დაიწყო საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალური მატჩების სერია, რომელიც ორი მატჩისაგან შედგება. აღნიშნულ ეტაპზე მოასპარეზე სტუ- (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველ შეხვედრაში მოსკოვის (რუსეთი) რსუ- (რუსეთის სამართლის უნივერსიტეტი) სპორტკომპლექსარენასსარბიელზე უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 98:88. საპასუხო შეხვედრა მოსკოვში 3 მარტს გაიმართება და ამის შემდეგ გამოვლინდება აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებულის ვინაობა, რომელიც მეოთხედფინალში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას ორი მატჩის ჯამში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოიპოვებს. თბილისში 10 ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ რსუ-, საკუთარ მოედანზე, მაქსიმუმ 9 ქულით წაგების უფლება აქვს, რათა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. 10 ქულით წაგების შემთხვევვაში დამატებითი დრო დაინიშნება და გამარჯვებულის ვინაობას მიღებული და ჩაგდებული ბურთების შეფარდება დაასახელებს

სტუ-რსუს შეხვედრის პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც მასპინძლებმა 2 ქულის სხვაობით 22:20 მოიგეს. მე-2 მეოთხედში სტუმრებმა თამაში დაალაგეს, მალე წინ გავიდნენ და ტაიმის 8 ქულის სხვაობით - 52:44 დაწინაურდნენ.

აღნიშნული შეხვედრის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომლის დასრულების შემდეგ სტუმართა უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა - 77:61. მე-4 მეოთხედში სტუ- კალათბურთელები უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10 ქულის სხვაობით - 98:88 დამარცხდნენ. საპასუხო შეხვედრაში ქართველ კალათბურთელებს მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ 11 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებათ. მასპინძელთა დღევანდელ თამაშში უამრავი ხარვეზი იყო. ასე გასინჯეთ, ფარის ქვეშ ეულად დარჩენილებსაც კი უჭირდათ ბურთის კალათაში მოთავსება. თუ არაფერი შეიცვალა, სტუ- მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

 

სტუ - რსუ 88:98

(22:20, 22:32, 17:25, 27:21)

თბილისი. 23 თებერვალი. სპორტ კომპლექსიარენა

სტუ: ლობჟანიძე (2), ჯიქია (10), დიდია (20 . 14 . 6 .), ალხანაიძე (14 . 10 .), მათიაშვილი (24 . 14 . 5 .); გურაბანიძე, ანთაძე (10 .), იოსებაშვილი, გაბისიანი, დეკანოიძე (8).

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ დერიუგინი

რსუ: ბურომსკი (13), კრუგლოვი (17 . 11 .), მენშინი (11), პლეშკოვი (5), ჩემუშოვი (3); სტარატელევი (15), შჩერბაკოვი, განკევიჩი (10), შულკოვი (17 . 9 .), სიდიესკი (7).

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ ბელოვი

0.186615