ფეხბურთი

22:52 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "სპარტაკს" კლინსმანი სურს

როგორც გაირკვა, მოსკოვის "სპარტაკმა" მუშაობა დაიწყო იურგენ კლინსმანის გადაბირების საკითხზე. გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, როგორც იცით, აშშ-ის ნაკრებს წვრთნის და მუნდიალისთვის ემზადება. გარიგება თუ შედგა, კლინსმანი ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება "სპარტაკის" თავკაცი.

49 წლის კლინსმანის კანდიდატურას "სპარტაკის" დირექტორატის ყველა წევრი დაეთანხმა. გერმანელ მწვრთნელთან მოლაპარაკებას დმიტრი პოპოვი ("სპარტაკის" სპორტული დირექტორი) აწარმოებს. 

 

 

0.149654