ჩოგბურთი

20:26 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოსალოდნელი ტრიუმფი

 მოსახდენი მოხდა – სერენა უილიამსმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში წინა “როლან გაროსის” ჩემპიონ მარია შარაპოვას 6:4, 6:4 მოუგო და კარიერის განმავლობაში მეორედ მოიპოვა წლის რიგით მეორე სადიდსლემო შეჯიბრების მთავარი პრიზი. სერენამ “როლან გაროსზე” პირველად 2002 წელს იმარჯვა, წლევანდელი ტრიუმფისთვის კი მილიონ 925 ათასი დოლარი დაიმსახურა და 2000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

დღევანდელი ფინალი საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში უილიამს-უმცროსმა 4 ბრეიკი და 10 ეისია, ამასთან სერენამ ზედიზედ მოგებულ მატჩთა რაოდენობა 31-მდე გაზარდა. სერენასა და მაშას ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ამერიკელი რუსს აშკარად ჯაბნის – 14:2.

სერენა უილიამსმა შთამბეჭდავი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 52-ე ტურნირი მოიგო, სადიდსლემო ასპარეზობებზე კი 16-ედ იმარჯვა.

ერთეულთა შორის დიდი სლემის შეჯიბრებებზე მოპოვებული მთავარი პრიზების რაოდენობით სერენა უილიამსი 5 ლეგენდარულ ჩოგბურთელ ქალბატონს ჩამორჩება. ავსტრალიელ მარგარეტ კორტს 24-ე ასეთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მის შემდეგ კი გერმანელი შტეფი გრაფი (22), ამერიკელი ელენ უილს მუდი (19), მისი თანამემამულეები, კრის ევერტი და მარტინა ნავრატილოვა მოდიან. ამ დუეტს ერთეულთა თანრიგში 18-18 სადიდსლემო წარმატება აქვთ.

0.138498