დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთისთვის სახიფათოა.
“ჩემი აზრით, მოურინიო ფეხბურთისთვის სახიფათოა. თუ მისი სტილის კოპირებას ბევრი შეეცდება, მაშინ, ფეხბურთი მოკვდება. წარმოიდგინეთ, ყველამ ფეხბურთი ისე რომ ითამაშოს, როგორც მოურინიომ. ეს მოსაწყენი იქნება და ფეხბურთის ყურებას თავს დავანებებდი. ვამჯობინებდი, რომ კარგი ფილმი მენახა ან სასეირნოდ წავსულიყავი. შანსი რომ მქონდეს, “ჩელსი” სხვაგვარად ითამაშებდა. მოურინიოს, მხოლოდ დაცვიდან თამაში შეუძლია. კლუბმა კარგი მოთამაშეების შესაძენად ამდენი ფული დახარჯა. ეშმაკმა დალახვროს, გამოიყენე ისინი!
დროდადრო, მსურს, რომ კონტრშეტევებზე ვითამაშო, მაგრამ შეტევის გეგმა უნდა გქონდეს. ასეთი გეგმა გვარდიოლას და ჩვენ ნაკრებს აქვს, ხოლო მოურინიოს – არა. ის მხოლოდ “სტანდარტულებს” ეყრდნობა და შემდეგ, იმედოვნებს, რომ აზარი ან ვილიანი თავად რაღაცას გააკეთებენ. რა თქმა უნდა, მესმის “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ, აზარი “ჩელსის” თამაშს რატომ აკრიტიკებდა” – იუწყებიან ოლსენი სიტყვებს სხვადასხვა უცხოური გამოცემები.