ჭიდაობა

11:42 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ქართული დოპინგ-სკანდალი

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან არაბული (120 კგ) დოპინგზე ჩავარდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენების სისხლში აკრძალული პრეპარატი ორიოდ თვის წინ, მოსკოვში ჩატარებულ ევროპის თასზე აღმოაჩინეს.

ედიშერაშვილი და არაბული ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე ბორჯომში არიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კი დღეს დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციის ჩატარება იგეგმება.

 

0.131439