ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60 კგ), მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ბრაზილიურ ტატამზე სამი შეხვედრა მოიგო – შეჯიბრება თურქი აჰმეთ საჰინ კაბას იპონით ძლევით გახსნა, გერმანელ ტობიას ენგლმაიერს ორი იუკოთი გასცდა, ყაზახ ასხატ ტელმანოვთან კი მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა.
პაპინაშვილი ერთხანს იუკოს აგებდა, მაგრამ მერე, ჯერ იუკო და ვაზარი აიღო, მე-4 წუთზე კი, ლამაზი მოგვერდით ტელმანოვი ბეჭებზე დასცა.
ნახევარფინალში, ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა იქნება.