ინტერვიუები

10:29 | 13.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

მორგან დე სანკტისი: “ნაპოლი” მეტს იმსახურებს”

იტალიურ “ნაპოლიში” ვალტერ მაცარის მისვლის შემდეგ ნეაპოლურმა გუნდმა სერიოზული სახეცვლილება განიცადა და გაცილებით უკეთ ათამაშდა. “ნაპოლი” რომ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, ამაში წვლილი მაცარის გარდა გუნდის მეკარეს, მორგან დე სანკტისსაც მიუძღვის. ვეტერანმა კიპერმა ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა თავისი გუნდის წინა და მომდევნო მატჩებზე.
- როგორ გრძნობთ თავს “ბოლონიასთან” წაგების შემდეგ?
- ამ შეხვედრის შესახებ ფებხურთელები და მწვრთნელი მუდმივად ვსაუბრობთ ერთმანეთში. მართალია ეს ჩვენს მიერ ჩატარებული საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ თუ სახიფათო მომენტს გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. შეხვედრის მიწურულს თამაშს სრულად ჩვენ ვაკონტროლებდით და გატანაც შეგვეძლო. კარგი თამაში ჩავატარეთ მიუხედავად იმისა, რომ საწყისი 10 წუთის შემდეგ უკვე 2 ბურთით ვაგებდით. ეს ჩვენი გუნდის მტკიცე ხასიათზე მიუთითებს.
- შაბათს ხვდებით “ფიორენტინას”, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა...
- “ფიორენტინა” ძლიერი გუნდია, რომლის რიგებშიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს. ფლორენციელებს ევროპაში არ გაუმართლათ, ისინი იმსახურებნენ შემდე ეტაპზე გასვლას. ჩვენთან მატჩში მეტოქეს რაბილიტაციის სურვილი ექნება. “ფიორენტინას” სურს იტალიის ჩემპიონატში გასული სეზონის მიღწევა გაიმეოროს. მაგრამ ჩვენც გვსურს წარმატებული ასპარეზობის გაგრძელება. შაბათს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.
- ეთანხმებით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც აზრითაც “ნაპოლი” კრიზისშია?
- ობიქტურები რომ ვიყოთ, ბოლო თვეში ჩვენ საკმაოდ ცოტა ქულა ავიღეთ, მაგრამ ეს ცუდ შედეგად გვეჩვენება გასულ თვეებში აღებულ ქულებთან შედარებით. გარდა ამისა, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე უფრო მეტს ვიმსახურებდით. ვთვლი, რომ ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარეთ, განსაკუთრებით სახლში, მაგრამ შესაბამისი რაოდენობის ქულები ვერ მოვიპოვეთ. ასე რომ, ამჟამად უფრო ცუდ შედეგს ვაჩვენებთ, ვიდრე საჭიროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე ამასაც გამოვასწორებთ.
- თქვენი მიზანი ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა?
- რა თქმა უნდა. კარგად ვიცით, რომ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. მაცარის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მატჩში “ნაპოლის” არცერთხელ უჩვენებია ისეთი თამაში, რომ გვეთქვას წაგება დაიმსახურაო. “ნაპოლი” არასდროს თქმობს ინიციატივას და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ეს სრული სიმართლეა.
- შაბათს “ნაპოლის” კიდევ ერთხელ დასჭირდება თავისი მებრძოლი სულის გამოვლენა...
- დიახ, აუცილებელია კვლავ ეფექტური ფეხბურთის ჩევნება. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, როგორც საკუთარ კედლებში, ასევე გასვლაზე. შექმნილი ვითარებიდან გუნდმა მაქსიმუმი ვერ მიიღო, მაგრამ ჩვენ კიდევ შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში და გარწმუნებთ, რომ შაბათს საინტერესო მატჩი გაიმართება.



 

0.118657