საქართველოს ვაჟთა გრან-პრის I ეტაპის ტურნირზე 5 ტურის თავზე ერთპიროვნულად დაწინაურდა ბაჩანა მორჩიაშვილი. ლიდერის აქტივში 4.5 ქულაა. 4-4 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ: შოთა აზალაძე, კონსტანტინე შანავა, დავით მაღალაშვილი და ლევან ფანცულაია.
ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 15 წუთი ეძლევა ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
ტაი-ბრეიკი: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: ბუჰგოლცი (მოწინააღმდეგეთა ქულათა ჯამი), პროგრესი (რეგრესით), დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.
დღეს დარჩენილი 4 ტურის პარტიები შედგება და დახურვის ცერემონიალიც შედგება. საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 500 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 300-ს, ხოლო მესამედგილოსანი – 200-ს.