მილანის “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი ირწმუნება, რომ მის გუნდს მომდევნო სეზონშიც ანდრეა სტრამაჩონი გაწვრთნის.
“მომდევნო სეზონში, “ინტერს” კვლავ სტრამაჩონი გაწვრთნის. ხშირად მისვამენ კითხვას, დარჩება თუ არა ანდრეა სეზონის დასრულების შემდეგ და ყოველთვის ვპასუხობ, რომ დარჩება.
რთულია სამომავლო გეგმები დასახო მაშინ, როდესაც შენი კომპიუტერი დავირუსებულია, როდესაც ნახევარი გუნდი ლაზარეთში იმყოფება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში ჩვენი საქმეები უკეთ წავა.” – ციტირებს მორატის სიტყვებს Sky Italia.