ფეხბურთი

11:31 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: “მინდა მადრიდში დიდხანს დავრჩე”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ალვარო მორატა კლუბში თავს კარგად გრძნობს და კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას უთხრა.

“21 წლის ვარ და მინდა “რეალში” კიდევ დიდხანს დავრჩე. აქ ბედნიერი ვარ. მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისგან და მისი თანაშემწე ზინედინ ზიდანისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს. მათი ნდობა აუცილებლად უნდა გავამართლო” – განაცხადა მორატამ.

0.117358