აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული ენდი მარეი წლევანდელი ტურნირის მეორე წრეში სამსეტიანი მოგების შემდეგ გავიდა. შოტლანდიელმა ოლიმპიურმა და უიმბლდონის ჩემპიონმა საწყის სტადიაზე ფრანგ მიკაელ ლოდრას 6:2, 6:4, 6:3 მოუგო.
მარეისა და ლოდრას მატჩი უამინდობის გამო მოგვიანებით ჩატარდა, ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს კი მარეიმ სოლიდური თამაში უჩვენა. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი ენდიმ შემდეგი განაცხადა: “მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ რომ მიხდება ნიუ იორკში გამოსვლა. შარშან ამ სადიდსლემო შეჯიბრებისგან საუკეთესო მოგონება დამრჩა, თუმცა, პოზიციის დათმობას წლეულსაც არ ვაპირებ. მოხარული ვარ, ესოდენ მრავალრიცხოვან აუდიტორიას კარგი თამაში რომ ვუჩვენე. მომავალი წარმატებების იმედიც მაქვს”.