თამაშგარე

12:08 | 24.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოქეიფე ჯენარო

იტალიაში “მილანის“ გაჩემპიონებამ ლომბარდიელებს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყე რომ მოჰგვარა, ეს ცნობილი და ბუნებრივი ამბავია. “მილანის“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონობის აღსანიშნავად ორი საზეიმო ბანკეტი მოაწყო. ერთზე საკუთრივ ფეხბურთელები მიიწვიეს, მეორეზე კი, კლუბის ერთგული ტიფოზები დაპატიჟეს. თუმცა, ჯენარო გატუზო რისი გატუზო იქნებოდა, ამით რომ დაკმაყოფილებულიყო და საჩემპიონო ზეიმში თავისი შტრიხები რომ არ შეეტანა.

23 მაისის საღამოს, ჯენარო გატუზომ, მილანში მდებარე ფეშენებელურ რესტორან “გრანდე პალაცოში“, საკუთარი ხარჯით დიდი ქეიფი მოაწყო, სადაც “მილანის“ თითქმის მთელი შემადგენლობა დაპატიჟა. ჯენაროს სუფრაზე ისხდნენ როგორც ახლანდელი, ასევე ძველი “მილანელები“ და ეს ქეიფ-ბანკეტი პრესისათვის ბოლომდე დახურული იყო.

თუმცა, გაჟონილი ინფორმაციით, იტალიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ფეხბურთელებმა გვარიანად მოილხინეს და ღვინოც საკმარისზე მეტი დალიეს. ერთ-ერთი აპენინელი მოკალმე იმასაც კი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით დაინახა რესტორნიდან გამომავალი გალეშილი მთვრალი ბრაზილიელი რობინიო, რომელიც ავტომობილის საჭეს მიუჯდა და მილანის ქუჩებში საშინელი სისწრაფით გაინავარდა.

0.165832