29 წლის იტალიელი ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო დაზიანებულ მუხლზე ოპერაციას ხვალ გაიკეთებს.
მონტოლივომ ტრავმა ირლანდიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. მას მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული. “მილანის” ნახევარმცველი იტალიაში უკვე დაბრუნდა და ის ოპერაციას ხვალ გაიეკეთებს, რის შემდეგაც, 3-4 თვეს გამოტოვებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მას მომდევნო სეზონის სტარტიც გაუცდება.