“ბარსელონას” ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია აცხადებს, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება საჩქარო საქმე არაა.
22 წლის მონტოიასა და “ბარსელონას” შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენით “ლივერპული” და “ინტერი” არიან დაინტერესებულნი. აქამდე ცნობილი იყო, რომ მონტოიას კლუბის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლო დროს, კატალონიურ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მისი პრიორიტეტი კატალონიაში დარჩენაა.
“კონტრაქტის გახანგრძლივების დაჩქარების არანაირი საჭიროება არ არსებობს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ არა დაჩქარებულ რეჟიმში.
ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები და დანი ალვესისგან ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ.” – ციტირებს მონტოიას სიტყვებს Sky Sports-ი.