ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ევროპის ლიგის 1/8-ფინალში ტურინის “იუვენტუსთან” შეხვედრით უკმაყოფილოა.
“იუვენტუსი”, უდავოდ, იტალიის უძლიერესი გუნდია. ჩვენთვის, ტურინელებთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი და ურთულესი გამოწვევაა.
მეტოქე ჩემი ასარჩევი რომ ყოფილიყო, “იუვენტუსს” ბოლო ადგილზე დავაყენებდი.” – ციტირებს მონტელას სიტყვებს Football Italia.
“ფიორენტინა”, რომელმაც 1/16-ფინალში “ესბიერგს” მოუგო, “ტრაბზონსპორის” მძლეველ “იუვენტუსს” 13 და 20 მარტს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ტურინი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითს – ფლორენცია.