ფლორენციის “ფიორენტინას” თავკაც ვინჩენცო მონტელას მიაჩნია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში, ფავორიტი “ნაპოლია”.
“მიმდინარე სეზონში, ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი “ნაპოლის” აქვს. “იუვენტუსი” სტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერია და გამარჯვებებსაც მიჩვეულია, მაგრამ, შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდეს. “რომა” ენთუზიაზმზე თამაშობს, “ინტერს” კი, ნებისმიერი კლუბისთვის შეუძლია საქმის გართულება. ჩემი პროგნოზი ასეთია: პირველი ადგილი – “ნაპოლი”, მეორე – “იუვენტუსი”, მე-3 – “რომა”.
რაც შეგვეხება ჩვენ, შარშანდელზე უარესად ვთამაშობთ, მაგრამ იმედია, რთული მდგომარეობიდან გამოვალთ. ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის და მათ გახარებას მაქსიმალურად ვეცდებით. ფლორენციელებს “ფიორენტინა” უყვართ, მაგრამ უაღრესად მომთხოვნებიც არიან”, - განუცხადა მონტელამ Football Italia-ს.