ფეხბურთი

23:31 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “ვშიშობ, გომესი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს”

 

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას თქმით, მისი გუნდის გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი, მიმდინარე სეზონში, ვეღარ ითამაშებს.

გომესმა ტრავმა მარტის ბოლოს მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას 3 კვირა გაუცდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, 28 წლის შემტევის უახლოეს მომავალში დაბრუნება არ იგეგმება.

“ვშიშობ, მიმდინარე სეზონში გომესი ვეღარ ითამაშებს. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მარიოს ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია.” – ციტირებს მონტელას სიტყვებს Football Italia.

გომესი “ფიორენტინაში” სადებიუტო სეზონს ატარებს. ფლორენციული გუნდის მაისურით გამართულ 15 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა.

0.116176