“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა მიიჩნევს, რომ ალესანდრო მატრისა და ანდერსონის დამატების შემდეგ, ფლორენციელებმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა უნდა განაგრძონ.
“კლუბის ხელმძღვანელებმა დაამკიტცეს, რომ მათ შემადგენლობის გაძლიერება სურთ. თუ ახალწვეულები კიდევ გვეყოლება, ბედნიერი ვიქნები, რადგან ზრდა კვლავ გვჭირდება. სატრანსფერო ბაზარზე ჩვენი აქტიურობა ამით არ მთავრდება.” – განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.