ჩოგბურთი

11:42 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონტე კარლო ენდისა და “დელპოს” გარეშე

13-20 აპრილს მონტე კარლოში “მასტერზ1000”-ის მორიგი გათამაშება ჩატარდება. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს ენდი მარეი, რომელიც იმ პერიოდში დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად იტალიის წინააღმდეგ დევისის თასზე ჩასატარებელი მატჩისთვის მზადებაში იქნება, ტრავმის გამო კი გრიმალდების საგრაფოში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო არ გაემგზავრება.

“ამჟამად ასეთ მაღალ დონეზე საასაპრეზოდ მზად არ ვარ. სამომავლო გეგმებს კი საბოლოოდ მაშინ შევადგენ, როდესაც ექიმებს მოვეთათბირები”, - ამბობს “დელპო”, რომელიც მაიამიშიც არ თამაშობს.

მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ს რაც შეეხება, მასში რეიტინგსიის ტოპათეულის 6 ჩოგბურთელი – რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტანისლას ვავრინკა, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი და რისერ გასკე – ითამაშებს.

მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის შარშანდელ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფა ნადალს 6:2, 7:6 მოუგო. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ წყვილთა შორის მონტე კარლოს ტურნირი ალექსანდრე მეტრეველს აქვს მოგებული. ქართველმა ჩოგბურთელმა 1968 წელს ბაქოელ სერგეი ლიხაჩოვთან ერთად იმარჯვა.

0.109807