ფეხბურთი

16:48 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონპელიემ” არჩევანი ჟან ფერნანდესზე შეაჩერა

 

ახალი სეზონიდან, ფრანგულ “მონპელიეს” ჟან ფერნანდესი უთავკაცებს. ეს ინფორმაცია “მონპელიეს” პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა დაადასტურა კლუბის ოფიციალური საიტის საშუალებით.

სეზონის ბოლომდე, “მონპელიეს” ისევ რენე ჟირარი გაწვრთნის. კლუბიდან მისი აბარგება ჯერ კიდევ წინა თვეში გადაწყდა, მას შემდეგ კი, ხელმძღვანელები ახალი თავკაცის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

ცნობისათვის, 58 წლის ფერნანდესს “კანში”, “ნიცაში”, “მარსელში”, “სოშოსა” და “ოსერში” უმუშავია. უკანასკნელად, იგი “ნანსში” მუშაობდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, დაითხოვეს.

0.116661