მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი დამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობენ. კიუშიუ ბაშოს ლიდერებმა მიჯრით მე-10 მოგებები მიითვალეს და ისეთი პირი უჩანს, “იმპერატორის თასის” ბედი მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა.
თანაბარი ბალანსი – 5 გამარჯვება და 5 წაგება გააჩნია გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდება გააჩნია და სატიტულო წინსვლისთვის ნოემბრის სუპერტურნირზე კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) სჭირდება.
გაგამარუ ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და განმეორებით შერკინებაში (ტორი-ნაოსი) მონღოლს ქამარში შესვლის საშუალება მისცა, შესაბამისად, მეტოქის იორიკირის განხორციელება აღარ გასჭირვებია.
გაგამარუს შემდეგი დაპირისპირება აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუძისთან