35 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რიკარდუ კარვალიო კარიერას “მონაკოში” განაგრძობს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“მონაკოს” ვებგვერდის ცნობით, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
“მონაკოში” გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ახალი თავგადასავლის მონაწილე გავხდი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა.” – აცხადებს რიკარდუ კარვალიო.
ბოლო 3 წლის განმავლობაში, რიკარდუ კარვალიო მადრიდის “რეალში” თამაშობდა, რომელთან მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.
შეგახსენებთ, რომ კარვალიო “მონაკოს” უკვე მე-2 შენაძენია. ცოტა ხნის წინათ, ფრანგებმა “პორტუს” ფეხბურთელები, ჟოაუ მოუტინიო და ჯეიმს როდრიგესი გაიფორმეს. უახლოეს დღეებში, “მონაკოში” ვიქტორ ვალდესსა და რადამელ ფალკაოსაც ელიან.