ფეხბურთი

21:41 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” ფაბინიო ინათხოვრა

“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფრანგულმა კლუბმა 19 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ფაბიო ენრიკე ტავარესი, იგივე ფაბინიო არენდით აიყვანა.

ფაბინიო, რომელიც პორტუგალიური “რიუ ავეს” საკუთრებაშია, გასულ სეზონში, “რეალის” მე-2 გუნდში თამაშობდა. მადრიდელთა პირველი გუნდის მაისურით მან ერთი მატჩი ჩაატარა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.122212