ფეხბურთი

17:03 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” აბიდალი დაადასტურა

33 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი “მონაკოს” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

“ბარსელონადან” წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე აბიდალსა და “მონაკოს” შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, ხოლო ფრანგული კლუბი ხელშეკრულების 1+1 სისტემით გაფორმების მომხრე იყო. საბოლოოდ, “მონაკომ” თავისი გაიტანა და აბიდალთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

აბიდალს “მონაკოში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის ამ კლუბში 2000-02 წლებში გამოდიოდა. შემდეგ, ფრანგმა უკანახაზელმლა “ლილს” მიაშურა, საიდანაც “ლიონში”, ხოლო შემდეგ “ბარსელონაში” გადავიდა.

0.113603