ფეხბურთი

12:24 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” უოლკოტში 40 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ტეო უოლკოტი “მონაკოს” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ Calciomercato იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული კლუბი 24 წლის ინგლისელში 40 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. ჯერჯერობით, “მეთოფეები” ფრანგული მხარის მხრიდან ინტერესს არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” უოლკოტი 2006 წელს, “საუთჰემპტონისგან” შეიძინა. ლონდონელებს თავდამსხმელის ტრანსფერი 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128723