“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა, რომ კლუბი “რომას” ცოცხალი ლეგენდის – ფრანჩესკო ტოტის გადაბირებას არ გეგმავს. Le 10 Sport-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულიც კი არაა.
“ტოტი? გავრცელებულ ხმებთან კავშირი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრანჩესკო ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც “მონაკოში” სიამოვნებით ვიხილავდით, მაგრამ “რომასთან” კონტაქტიც კი არ გვქონია”, - განაცხადა ვასილიევმა.
შეგახსენებთ, რომ ტოტი ტრავმას იშუშებს და “ჯალოროსის” ვერ ეხმარება. რომაელები კაპიტნის დაბრუნებას ამ თვეში ელიან.