“მონაკოს” ხელმძღვანელობამ “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ კარლოს ტევესთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ახალ კლუბში წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, ტევესს “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი ერთ წელიწადში უმთავრდება.
ახლახან ევროპული გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ “მონაკო” ესპანური “ატლეტიკოს” ფორვარდ რადამელ ფალკაოს შეძენით იყო დაინტერესებული. ტევესის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა ფრანგებმა ფალკაოზე აღარც იფიქრონ.