“მონაკო” მილანის “ინტერისა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველით რიკი ალვარესით დაინტერესდა. ამის შესახებ, ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport–ი იუწყება.
ცოტა ხნის წინ, “მონაკომ” ხამეს როდრიგესი გაყიდა “რეალში”. შესაბამისად, “თავადები” კოლუმბიელის შემცვლელს ეძებენ. ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება ალვარესი, რომელშიც “მონაკო” მზადაა 15 მილიონი ევრო გაიღოს.
26 წლის ნახევარმცველი “ინტერში” 2011 წელს გადავიდა “ველესიიდან”. სამი სეზონის მანძილზე “ნერიაძურის” რიგებში 90 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი